ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• სატელეფონო ზარების, ელფოსტისა და ონლაინ ჯავშნების მიღება და დამუშავება;
• სტუმრებისთვის ნომრების ტიპების, ტარიფების, სპეციალური შეთავაზებებისა და სასტუმროს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• ჯავშნების შექმნა, ცვლილება, გაუქმება და დადასტურება სასტუმროს სისტემაში;
• სტუმრების მოთხოვნებისა და განსაკუთრებული საჭიროებების სწორად დაფიქსირება;
• ნომრების გაყიდვების მაქსიმიზაცია Upselling-ისა და Cross-selling-ის მეთოდების გამოყენებით;
• ჯავშნების მონაცემების სიზუსტისა და განახლების უზრუნველყოფა;
• თანამშრომლობა Front Office, Housekeeping და სხვა დეპარტამენტებთან სტუმრის შეუფერხებელი მომსახურებისთვის;
• ყოველდღიური ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება;
• სტუმრების შეკითხვებისა და საჩივრების პროფესიონალურად მართვა;
• სასტუმროს სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია სამუშაო გამოცდილება სასტუმროში, რეზერვაციების ან სტუმართა მომსახურების სფეროში;
• ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად);
• კომპიუტერული პროგრამებისა და სასტუმროს მართვის სისტემების (მაგ. Opera Cloud) ცოდნა;
• ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
• მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:
• სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
• თავაზიანობა და პროფესიონალიზმი;
• პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• პოზიტიური და ენერგიული დამოკიდებულება.