ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჩვენი სტუმრების თბილი დახვედრა, მიღება და რეგისტრაცია, და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა;
- სტუმრების მოთხოვნებისა და საჭიროებების სწრაფი და ეფექტური მართვა;
- სასტუმროს სერვისების შესახებ სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში;
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის სტანდარტების შესაბამისად მართვა;
- ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვაში მონაწილეობა;
- ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
- სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა საუკეთესო სტუმრის გამოცდილების შესაქმნელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერულ უნარებს;
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე.
წარმატებებს გისურვებთ!