ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით, კომპანიის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
- სტუმრისთვის მენიუს გაცნობა და კერძებისა და სასმელების შეთავაზება;
- სტუმრის შეკვეთის მიღება მომსახურების სტანდარტებისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში, სტუმრისთვის კერძების შემადგენლობის, ინგრედიენტების, მომზადების მეთოდისა და შესაძლო ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მენიუში წარმოდგენილი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტის, მათი მახასიათებლებისა და მიწოდების წესის ცოდნა;
- შეკვეთილი კერძებისა და სასმელების დროული და სწორი თანმიმდევრობით მიწოდება;
- მომსახურების პროცესში სტუმრის საჭიროებების მუდმივი დაკვირვება და დროული რეაგირება;
- სტუმრის მაგიდისა და მომსახურების ზონის მუდმივი კონტროლი, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
- სტუმრის დამატებითი მოთხოვნების დროული მიღება და შესრულება;
- სტუმრის უკმაყოფილების ან პრეტენზიის შემთხვევაში, სიტუაციის პროფესიონალურად მართვა და
- საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და საკვების უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტების დაცვა;
- მაგიდების გაწყობა და გასერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- მომსახურების დაწყებამდე მაგიდების, ინვენტარისა და დამხმარე სერვის-კარადის სათანადოდ მომზადება;
- სტუმრისთვის ანგარიშის სწორად და დროულად მომზადება და მიწოდება;
- ანგარიშსწორების პროცესში სტუმრისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- სტუმრის თავაზიანად გაცილება და მომსახურებით კმაყოფილების/შთაბეჭდილების მოკლე შეფასების მიღება;
- სამუშაო პროცესში ხელმძღვანელის მითითებებისა და კომპანიის შიდა პროცედურების შესრულება;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა მაღალი ხარისხის და უწყვეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
- სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება;
- კომპანიის მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და სტუმართმოყვარეობის პრინციპების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე.
წარმატებებს გისურვებთ!