ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერი
19-08-2026 - 19-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის, მოწესრიგებულობისა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა;
  • თანამშრომლების ცვლებში განაწილება და სამუშაო გრაფიკის შედგენა;
  • ოთახების დამლაგებლების სამუშაო ზონების მიხედვით განაწილება და ყოველდღიური დავალებების განსაზღვრა;
  • თანამშრომლებისთვის სამუშაო ინსტრუქციებისა და მითითებების მიცემა და მათი შესრულების კონტროლი;
  • სასტუმროს ნომრებში განთავსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და ხარვეზების შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
  • სასტუმროს ნომრებში განთავსებული პროდუქციისა და მარაგების, მათ შორის თეთრეულის, ჰიგიენური საშუალებებისა და მინი-ბარის პროდუქციის, მოხმარების კონტროლი;
  • ნომრების პროდუქციის დროული შევსების, აღრიცხვისა და ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს სტუმრების მიერ დატოვებული ნივთების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და Lost & Found პროცედურების შესაბამისად მათი აღრიცხვა და გადაცემა;
  • სტუმართა მოთხოვნების მიღება, მართვა და შესრულების უზრუნველყოფა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია სტუმართა მოთხოვნების დროულად და ხარისხიანად შესრულების მიზნით;
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარმოება;
  • სასტუმროს ნომრებში განთავსებული პროდუქციის ყოველთვიური აღრიცხვის განხორციელება;
  • მარაგების გამოყენების კონტროლი და დანაკარგების, შეუსაბამობებისა და დაზიანებების დროული გამოვლენა;
  • Housekeeping-ის სამუშაო პროცესების განხორციელება სასტუმროს შიდა პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • PMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე.

წარმატებებს გისურვებთ!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!